მიმოხილვა Vesta სედანი
დიზაინი

LADA VESTA თანამედროვე, სწრაფი და ნათელი - ასეთიც უნდა იყოს LADA -ს ახალი თაობის ავტომობილი, სედანის სილუეტი გადაწყვეტილია ერთიან  X- სებური კონცეფციით, იგი გამოიყურება ძალზედ ჰარმონიულად. ახალი კორპორატიული იდენტურობა ადვილად იცნობა დეტალებში: კარგად გამოყოფილი შავი ფერის რადიატორის ცხაური, რომელიც ჯდება  X - ისებრ ფორმაში, წაგრძელებული კაპოტით, ოდნავ დახრილი აეროდინამიური სახურავით, გვერდით ოვალური ხაზების ორიგინალური გადაწყვეტით, ავტომობილი გამოიყურება დინამიურად და ათლეტურად           ფერების პალიტრა ხაზს უსვამს LADA Vesta-ს ეფექტურ დიზაინს. ასეთი ავტომობილი შეუმჩნეველი არ დარჩება გზებზე

ოპციების მდიდარი არჩევანი

მოძრაობის მაქსიმალური კომფორტს იღებთ იმ "ჭკვიანი" ოპციებით , რომელებითაც აღჭურვილია ახალი LADA VESTA :

- მულტიმედიური სისტემა  7 დუიმიანი დისპლეით  Bluetooth- მხარდაჭერა, HandsFree;
- ავტომატური კლიმატ-კონტროლი, ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმით, ასევე საქარე მინის სწრაფი გათბობით
- ნივთების ყუთის გაგრილებით,
- ბორტ-კომპიუტერი, რომლის საშუალებითაც აკონტროლებთ საწვავის ხარჯს, განსაზღვრავს მოძრაობის საშუალო სიჩქარეს და ბევრ სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს
- მულტიფუნქციური საჭით და კრუიზ კონტროლით
- USB და AUX მხარდაჭერით, მობილური ტელეფონის ნიშა
- ზუმერი - პარკირების
- კრუიზ-კონტროლი სიჩქარის შენარჩუნების ფუნქციით
- წვიმის სენსორი
- წინა კარებების საფეხურების განათება 

კომფორტი

LADA Vesta - სალონი - დიდი სივრცით, ინფორმატიული ხელსაწყოთა პანელი მრავალფუნქციური საჭე, ავტომობილის გაზრდილი ბაზა უზრუნველყოფს არა მარტო მძღოლის სავარძლის ფართო დიაპაზონში რეგულირებას არამედ გაჩნდა დამატებითი სივრცე უკანა მგზავრებისთვის, უკანა სავარძლის საზურგე იკეცება ორ ნაწილად, რაც კიდევ უფრო ზრდის საბარგულის ტევადობას,

პასუხი კითხვაზე რა არის უფრო მთავარი: ზუსტი მართვა, მაღალი ქლირენსი, ენერგოშთანთქმადი სავალი ნაწილი? LADA Vesta-ს აქვს უბრალო პასუხი: საიმედოობა,ხარისხი და კომფორტი, ყველა ამ თვისებას ის აერთიანებს თავის თავში.

 

უსაფრთხოება

LADA Vesta-ს ერთერთი მთავარი უპირტესობა არის - მაღალი ხარისხის უსაფრთხოება საბაზო შესრულებაში, ყველა ავტომობილი აღჭურვილია - მდგრადობის კონტროლის სისტემით -ESC, სამუხრუჭე სისტემით - ABS, აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა, მძღოლის აირბალიშით,  უკანა სავარძლის საზურგეზე L -სებური 3 ცალი თავის მისაყუდებლით, მოძრაობის დაწყებისას  კარებების ავტომატური ჩაკეტვის ფუნქციით, უფრო მაღალი კომპლექტაციით ავტომობილი აღჭურვილია - წინა და გვერდითი აირბალიშებით, ბავშვის სავარძლის სამაგრით ISOFIX.
 
 

დინამიურობა

LADA Vesta-ს დინამიურობას უზრუნველყოფს მოდერნიზირებული  1,6 ლიტ. 106 ც.ძ. სიმძლავრის ძრავა, 100კმ -მდე აჩქარებას ანდომებს 11,8 წმ, მაქსიმალური სიჩქარე 178კმ/სთ, რასაც ხელს უწყობს ავტომობილის მძლავრი სავალი ნაწილი - ხუთ სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი,რომელიც გამოირჩევა რბილი გადაცემით, თითქმის არ ვიბრირებს  და უზრუნველყოფს საწვავის მინიმალურ ხარჯს, ასევე  ხუთ საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, რომლის პროგრამული კონტროლერი ითვლის გადართვის 20 მდე ალგორითმს, ეს კი განსაზღვრავს საფეხურების ელვისებურ ცვლილებას, ავტომობილის მოძრაობის მანერის გათვალისწინებით, მძღოლს ასევე შეუძლია აირჩიოს მოძრაობის "მექანიკური" რეჟიმი             

 

 

ადაპტაცია ზამთრის
პირობებისთვის

LADA Vesta - აჩვენებს მაღალი დონის საიმედოობას ზამთრის პირობებშიც:
- ძრავი იქოქება სტაბილურად  -30 °ტემპერატურაზე 
- კარებების საკეტების კონსტრუქცია იცავს მათ მოყინვისგან
- ეფექტური გათბობის სისტემა სწრაფად ათბობს ინტერიერს;
- ელექტროგათბობა გათვალისწინებულია სავარძლებისთვის, ფანჯრების და სარკეებისთვის ;