კომპაქტური - მაგრამ სოლიდური, მაღალი - მაგრამ დინამიური LADA XRAY

ფრთებისა და კარებების რელიეფური ზედაპირი ხაზს უსვავს კროსოვერის დინამიურ სტილს. ის წარმატებულად ართმევს თავს, როგორც ქალაქის სივიწროვეს, ავტობანზე სწრაფ მოძრაობას, ასევე გრუნტიან გზასა და თოვლში მოძრაობას.

LADA XRAY შექმნილია პრინციპით: „ავტომობილი - ჩემი მეორე სახლია“

LADA XREY-ს სალონში უხვად არის მცირე სათავსოები და ჭიქის ჩასადებები, კარებებში ჯიბეები, კონტეინერი წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ,  შუა კონსოლი გაგრილებით . ორმაგი ძირი საბარგულში დაკეცილი უკანა სავარძლების დროს წარმოქმნის სწორ ზედაპირს, რაც აადვილებს სხვადასხვა ზომისა და გაბარიტების ტვირთის გადაადგილებას.

დინამიურობა და კომფორტი

LADA XRAY - ეს არის: კომფორტი და მაღალი ქლირენსი,  რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ქალაქსა და მსუბუქ  უგზოობაზე, დინამიური ძრავი, ზუსტი მართვადობა, კარგი ხმაურის იზოლაცია. ავტომობილის სავალი ნაწილი  მოწყობილია აქტიური მანევრირებისათვის: გაზის ამორტიზატორები და წინა ქვედა ჩარჩო უზრუნველყოფს საუკეთესო კონტროლს გზებზე, მაღალი ქლირენსი და ენერგოშთანთქმადი ძარა უზრუნველყოფს საუკეთესო გამავლობას 

 

აქტიური უსაფრთხოება

LADA XREY-ს აქტიურ უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს მიმართულების მდგრადობის ფუნქცია ESC.

საჭიროებისამებრ ავტომობილის ინტელექტუალური სისიტემა რთავს უსაფრთხოების რიგ ოპციებს რათა  თავიდან აიცილოს ავტომობილის მოცურება:

ავტომობილის მუხრუჭების დაბლოკვის საჭინააღმდეგო სისტემა (ABS):ექსტრემალური დამუხრუჭებისას უნარჩუნებს ავტომობილს მართვადობას;

ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებელი (BAS): მუხრუჭის პედალზე მკვეთრი დაჭერისას სისტემა ავტომატურად სწევს მაღლა წნევას სამუხრუჭე მაგისტრალში, რათა ეფექტიანად შეანელოს ავტომობილი.

სრიალის საწინააღმდეგო სისტემა (TCS): უზრუნველჰყოფს დინამიურ დაძვრას სველ და არაერთგვაროვან ზედაპირზე, ხოლო რომელიმე თვლის სრიალის შემთხვევაში ასრულებს დიფერენციალის ბლოკირების ფუნქციასაც;

სამუხრუჭე ძალების გადანაწილების სისტემა (EBD):  ოპტიმალურად ანაწილებს ძალებს ღერძებს შორის, რათა თავიდან აიცილოს მოცურება.

პასიური უსაფრთხოება

ყოველა ავტომობილ LADA XRAY-ში გათვალისწინებულია მძღოლისა და წინა მგზავრის აირბალიში, წინა უსაფრთხოების ღვედები წინასწარი დაჭიმვის მექანიზნით.

ბავშვების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისათვის  აღჭურვილია საბავშვო სავარძლის სამაგრი სისტემით ISOFIX და უკანა კარებების ბლოკირებით.

მოგეხსენებათ უსაფრთხო ავტომობილი ისაა, რომელიც ჩანს გზაზე, LADA XRAY  არასოდეს დაიკარგება ავტომობილების რიგში, რადგან მას გააჩნია დღის სვლის შუქდიოდური მოწყობილობები, რომელიც ასრულებს ასევე დეკორატიულ ფუნქციას და უსვას ხაზს ავტომობილის ინდივიდუალურ სტილს.

ძრავები

LADA XRAY-თვის გათვალისწინებულია სამი სახის ძრავი, ყველა შესაბამისად თავისი დინამიური მოთხოვნებით, ძრავები 106 და 110 ც.ძ. სიმძლავრით აღჭურვილია მექანიკური ტრანსმისიით, ხოლო უფრო მძლავრი 122ც.ძ. ავტომატური ტრანსმისიით.

 

განკუთვნილია მკაცრი პირობებისთვისაც

გარე  პანელების  და ძარის ორმხრივი მოთუთიება;

ძირისა და დაფარული ნაწილების ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავება.

195 სმ - მდე გაზრდილი ქლირენსი;

ენერგო შთამთქმადი სავალი ნაწილი;

მაღალპროფილიანი საბურავები ოპტიმალურია ასფალტზეც და გრუნტზეც;

ეფექტური სალონის ფილტრი;

ალიანსის ძრავი H4 ადაპტირებულია ჩვენი გზებისათვის და იშვებს ნებისმიერ ამინდში;

დროით გამოცდილი პლატფორმა BO - ეს არის საიმედო შასი, გამომდგარი ელექტრონიკა, ძარის ზუსტად გათვლილი ძალოვანი ელემენტები;

პლასტიკის მოპირკეთება და კარებებთან რეზინის შემამჭიდროებლები საიმედო იზოლაციაა ჭუჭყისაგან.

ტრანსმისია

AMT, ერთმანეთში ითავსებს მექანიკური და ავტომატიკური სიჩქარეთა კოლოფების ფუნქციონალს. სხვა ტიპის ტრანსმისიისაგან განსხვავებით  AMT საწვავის ეკონომიასაც აკეთებს, ზრდის ავტომობილის რესურსს და რაც ყველაზე მთავარია ის გაცილებით ხელმისაწვდომია სხვა ავტომატურ კოლოფებთან შედარებით.