მიმოხილვა Largus Cross 5 ადგილიანი
სტილი

LADA Largus Cross-ი ეს არის მოსალოდნელი განვითარება LADA Largus-ისა. ტევადობა (5 და 7 ადგილიანი შესრულება), საიმედო სავალი ნაწილი, მძლავრი ძრავი - ყველაფერთან ერთად ძალზედ მისაღები ფასი. LADA Largus Cross-ი ყველა ამ უპირატესობას უმატებს ჩვენი პირობებისათვის ასე საჭირო თვისებას, როგორიცაა გაზრდილი ქლირენსი. LADA Largus Cross-ი იქცევა შეუცვლელ დამხმარედ ოჯახებისათვის, რომელთაც იზიდავთ აქტიური დასვენება ბუნებაში. მის ყველა თვისებას სამაგალითოდ დააფასებენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

 

ექსტერიერი

LADA Largus Cross - განსხვავდება უკვე ცნობილი უნივერსალისგან უფრო აგრესიული დიზაინით, მისი ძირითადი თვისებები - გაზრდილი კლირენსი, წინა და უკანა ბამპერები და ბორბლების ზღურბლები პლასტიკური დამცავებით , ბამპერები ფერის გარეშე , კარის ჩარჩო დამცავი საფარით , მსუბუქი ალუმინის 16 დუიმიანი  დისკები, ბორბლები გაზრდილი ზომებით .

 

ინტერიერი

 LADA Largus Cross -  უნივერსალის სამგზავრო ფუნქციონალური  სალონის შენარჩუნებასთან დაემატა სალონის ნათელი ფერები, წინა სავარძლების საზურგეებზე გამოყენებულია ნარინჯისფერი ტყავის ჩანართები მხრის არეში, ნარინჯისფერი  ტყავის ჩანართები გამოიყენება კარებებზე, ორიგინალური ჩანართები გამოყენებულია ასევე ცენტრალური კონსოლისთვის,  წარწერები « Largus Cross» კარის ქვედა ჩარჩოზე - საფირმო შტრიხი განახლებული უნივერსალის. ასევე ხელმისაწვდომია LADA Largus  ინტერიერი კლასიკური ღია ნაცრისფერ ფერში.