მიმოხილვა Largus 7 ადგილიანი უნივერსალი

ეს მანქანა შეიძლება ადვილად მოერგოს ნებისმიერ თქვენს მოთხოვნებს.
LADA Largus - შესანიშნავად აერთიანებს კომფორტს , პრაქტიკულობას და მაღალ დატვირთვას.
მანქანა გამოიყურება ძალიან მეგობრულად: ძარის სასაზღვრო ხაზები, საბურავის თაღები, ორიგინალური უკანა ფარები, რადიატორის საფირმო ცხაური, ძლიერი თავის თავში დაჯერებული Largus თამამად აცხადებს " შეგიძლიათ დამეყრდნოთ"                     
 

დინამიურობა

LADA LARGUS - ეს არის ძარის დინამიური დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ძალზედ მოცულობითი სალონი. Largus - თავის კლასში ერთადერთი ავტომობილია, რომელიც აძლევს კომფორტულად განთავსების საშუალებას ყველა ზრდასრულ ადამიანს.მისი კეცვადი უკანა სავარძლები ადვილად ტრანსფორმირდება ნებისმიერი მოთხოვნებისათვის - ტურისტული მოგზაურობიდან დაწყებული გაბარიტული ტვირთების გადატანით, კარგად დამუშავებული ძარის კონსტრუქცია და ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის მაღალ ხარისხს

 

 

პრაქტიკულობა

ზოგი ავტომობილი შექმნილია სიჩქარის რეკორდების დასამყარებლად, სხვები - რათა მიიქციონ ყურადღება თავისი თვალშისაცემი დიზაინით.

ხოლო Largus-ი შექმნილია რეალური ცხოვრებისათვის, სადაც ვერ გაივლის სპორტკარი, იქ გაივლის Largus-ი.

181 სმ ქლირენსი - უზრუნველყოფს საუკეთესო გამავლობას თავის კლასში.

ძლიერი ძრავი თავდაჯერებულად აჩქარებს Largus-ს სრული დატვირთვისას.

სალონის ტრანსფორმაცია - 7 - ადგილიანი უნივერსალიდან 2 - ადგილიან სატვირთომდე.

მესამე რიგის სავარძლები შესაძლებელია მოიხსნას (იარაღების გამოყენების გარეშე).

რელინგებზე მაქსიმალური დატვირთვაა 80 კგ.

მოსახერხებელი უკანა კარებები ფიქსირდება რამოდენიმე მდგომარეობაში.

ძრავი დაცულია მძლავრი 2 მმ ფოლადით.

15 დუიმიანი ბორბლები.

 

კომფორტი

LADA Largus - ძალზედ კომფორტული და განსაცვიფრებლად ტევადი ავტომობილია.

მძღოლის ფართო სავარძელი რეგულირდება სიმაღლეზე. მესამე რიგის მგზავრთათვის შექმნილია ძალზედ მოსახერხებელი სავარძლები: აქ თავისუფლად გრძნობენ თავს საშუალოზე მაღალი სიმაღლის მამაკაცები. სავარძლების სამივე რიგი აღჭურვილია ჰაერგამყვანებით მგზავთა ფეხების გათბობისათვის.

ავტომობილის ძარა მოწობილია კომფორტისათვის, გრძელი ბაზა უზრუნველყოფს რბილ სიარულს, ენერგოშთანთქმადი სავალი ნაწილი კარგად უმკლავდება ნებისმიერი ტიპის გზებს.

LADA Largus ნამდვილი ევროპული ავტომობილია. ყველა სისტემები მუშაობს ზედმეტი დატვირთვის გარეშე, კარგად შერჩეული მასალები უზრუნველყოფს მაღალ აკუსტიკურ კომფორტს, მაღალ სიჩქარეზეც არავითარი ზედმეტი ხმები არ ისმის სალონში.


 

საიმედოობა

LADA Largus-ის ყველა გარე პანელები შექმნილია ორმხრივი მოთითიებით. ბაზა რომელზეც შექმნილია Largus-ი მთელს მსოფლიოში კარგად არის ცნობილი და ის მთლიანად შექმნილია RENAULT-NISSAN ალიანსის ტექნოლოგიებით. მისი საგარანტიო პირობებია 3 წელი ან 100 000 კმ გარბენი.


 

მაღალი უსაფრთხოება

 

ოპტიმალური უსაფრთხოების მისაღწევად  Largus აღჭურვილია  უახლესი თაობის ანტი- lock სამუხრუჭე სისტემით.

ძარის კარკასი შექმნილია ისე, რომ ავარიის შემთხვევაში მინიმიზირებულია მგზავრების სხეულის დაზიანება
სავარძლები აღჭურვილია სამ პუნქტიანი უსაფრთხოების ღვედებით და თავის მისაყუდებლებით, ასევე გათვალისწინებულია ფრონტალური და გვერდითი უსაფრთხოების აირბალიშები.

მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები.
უსაფრთხოების ღვედები დატვირთვის შეზღუდვით .
წინა ქვედა ჩარჩო ფაქტიურად არის ლონჟერონის დამატება, რომელიც შთანთქავს და გადაანაწილებს წინიდან დარტყმის  ენერგიას.  
ინდიკატორი - შეუკრავი უსაფრთხოების ღვედის
მტკიცე მძლავრი ძარის კარკასი
ფიჭური ფორმის ძალოვანი ჩანართები წინა კარებებში

 

საფირმო აქსესუარები

საბარგულზე ველოსიპედის სამაგრი მოწყობილობა

სალონის ხალიჩები

საბარგულის ჩასაფენი

სახურავზე რეილინგები