მიმოხილვა Vesta CNG ახალი ენერგია

LADA Vesta შექმნილია უნივერსალ პლატფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა განსხვავებული ენერგომოწყობილობების გამოყენებას - სწორედ ეს პოტენციალი ინერგებოდა ავტომობილის პროექტირებისას.

Vesta CNG – აღნიშნული მოდიფიკაცია ითვალისწინებს ორი სახის საწვავის მოხმარებას: შეკუმშული ბუნებრივი აირის (მეთანი) და ბენზინის.

  • შესაბამისობა ტოქსიკურობის თანამედროვე და პერსპექტიული ევროპული მოთხოვნებისადმი.
  • ბუნებრივ აირზე მუშაობის დროს - საწვავზე ხარჯის სამჯერ შემცირება.
  • ერთი გამართვით გარბენის გაზრდა 1000კმ - ზე მეტით.
  • ბუნებრივი აირი (მეთანი) ნაკლებად ფეთქებადსაშიშია, ვიდრე პროპანი და ბენზინი.
  • ბუნებრივ აირზე მუშაობა ზრდის ძრავის რესურსს.

 

 

 

Vesta CNG კომპონენტები

ბუნებრივი აირის მეტალკომპოზიტური აირბალონი განლაგებულია უკანა სავარძლების უკანა მხარეს და აღჭურვილია ჩამონტაჟებული მცველით და ჩქაროსნული სარქველებით, რომლებიც გამორიცხავენ ბალონის გასკდომას და აირის გაჟონვას გაუმართავი აირმიმწოდების გამო.

აირის ჩასატვირთი მოწყობილობა განლაგებულია ავტომობილის მარჯვენა მხარეს ბანზინის ჩასასხმელი ყელის გვერდით

1. აირის ჩასატვირთი                                                 
2. საწვავის ავზი (ბენზინი)                           
3. შეფრქვევის მოდული                                 
4. აირის შემშვები                                            
5. აირის რედუქტორი                                     
6. გამშვები სისტემა                                         
7. აირის ბალონი                                             

 

 

1000 კმ საწვავის დამატების გარეშე

საწვავის მიწოდების სისტემა იყენებს საწვავის ფაზირებულ შეფრქვევას 4 ბენზინის და 4 ბუნებრივი აირის მფრქვევანების რეგულირებადი სისტემით.

ძრავის გაშვება ხდება ბენზინზე ბუნებრივ აირზე შემდგომი გადართვით.
იმ შემთხვევაში, როდესაც თავდება აირი, ხდება ავტომატური გადართვა ძრავის კვებისა ბენზინზე (აირბალონის აპარატურის მონტაჟისას შენარჩუნებულია საბაზო 55 - ლტ საწვავის ავზი. შესაძლებელია აგრეთვე „აირი/ბენზინი“-ის გადამრთველების მეშვეობითაც.