მიმოხილვა Kalina უნივერსალი
ახალი თაობის

LADA Kalina უნივერსალი -კომპაქტური და მოსახერხებელი ქალაქის ავტომობილი:  შეზღუდულ ადგილზე პარკირება, გავლა ადგილზე სადაც სხვა ერიდება, ოჟახისთვის ათასი წვრილმანის გადაწყვეტა, ქალაქშიც და ქალაქგარეთაც კომფორტული მგზავრობა, 

შეინარჩუნა წინა მოდელის ყველა პლუსი, ავტომობილი გახდა უფრო კომფორტაბელური და უსაფრთხო.

 

 

 

კომფორტი

LADA Kalina მეგობრულადაა განწყობილი მძღოლისა და მგზავრთა მიმართ. ავტომობილში ჩასხდომა მოსახერხებელია კარის დიდი სივრცისა და კარებების ფართოდ გაღების ხარჯზე.

კომფორტული სავარძლები, თავს ზემოთ არსებული დიდი სივრცე განიჭებთ სიმყუდროვის შეგრძნებას. მძღოლის ადგილის ერგონომიკა დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე.მართვის ორგანოებისა და ღილაკების ლოგიკური განლაგება. დიდი სარკეები და შუშების დაბლითა ხაზის დააბალზე განთავსება უზრუნველჰყოფს საუკეთესო ხილვადობას.

ხელსაწყოთა პანელის რბილი ხაზები, 7 დუიმიანი მულტიმედია სისტემა გაწყობილი ღია მწვანე ფერის განათებით - შეითავსა მოხერხებულობა და ორიგინალური დიზაინი.

მიკროკლიმატის მართვისას მინიმალური ძალის გამოყენება.

LADA Kalina-ს საფირმო ნიშანია კომფორტაბელური წინა სავარძლები ფართო დიაპაზონში რეგულირების საშუალებით: ასეთი სალონი მზადაა მიიღოს ნებისმიერი სიმაღლის ადამიანი.

რადგანაც თანამედროვე ავტომობილზე მთავარი მოთხოვნაა მაღალი აკუსტიკური კომფორტი, ჩვენ გავაუმჯობესეთ  ძარის, სალონის, ძალოვანი აგრეგატის ვიბროაკუსტიკა.


 

ინტერიერი

შთაბეჭდილება ყალიბდება სასიამოვნო წვრილმანებისგან

მცირე ნივთების სათავსო ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში (ხელმისაწვდომია «standart» და «norma» შესრულებისთვის). გადიდებული სათავსო, თაროთი წვრილმანი საგნებისათვი და ავტოკალამის დაჭერით.

სავარძლებს შორის წინა ნაწილში ორი ჭიქის ჩასადები და ორი ნიშა.

ხელის მუხრუჭის მოპირკეთება გასახსნელი ჭიქის დამჭერით უკანა მგზავრების კომფორტისათვის.

სიჩქარეთა გადართვის მაჩვენებელი ხელსაწყოთა პანელზე.

მულტიმედია სისტემა Hands free სისტემით.

რეცირკულაციის ელექტრული მართვით.

ფერთა ახალი ვარიანტები სალონის გაფორმებისათვის: ძირითად ფერებად გამოყენებულია შავი და რუხი ფერები.

გამოიყენება შავი ან ვერცხლისფერი ჩანართები.

საბარგულის თაროს ახალი საყრდენები გათვლილია მეტ ტვირთზე.

 

 

უსაფრთხოება

ახალი LADA Kalina ადვილად ასრულებს უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს ევროპაში.

მძღოლის უსაფრთხოების ბალიში აქვს ყველაზე დაბალ  «standart» კომპლექტაციაში.

ABS ექსტრემალური დამუხრუჭების გამაძლიერებლით «normа» კომპლექტაციაში.

ESC  Bosch  ფირმის მდგრადობის სტაბილიზაციის სისტემა («lux»შესრულებაში).

ღის განათების შუქები წინა ფარებში.

უსაფრთხოების გვერდითი ძელები

ძარის კარკასი დამზადებული მაღალი მდგრადობის ფოლადისაგან.

მძღოლი შეუკრავი უსაფრთხოების ღვედის სიგნალიზატორი.

L-სებური უკანა თავის მისაყუდებლები დაკეცვის საშუალებით.

 

დრაივი

განახლება განიცადა ძალოვანი აგრეგატების გამამ და მოდერნიზიცია ჩაუტარდა შასის, რამაც LADA Kalina-ს მართვა საინტერესო გახადა.

მექანიკური კოლოფის მოყვარულებს მოეწონებათ ახალი კოლოფი რომელიც იმართება გვარლით: სიჩქარეეებში გადართვის სიზუსტე და ინფორმატიულობა ძალზედ მაღალ დონეზეა აყვანილი.

მაგრამ მექანიკური კოლოფის მოყვარულთა გემოვნება შეიძლება შეცვალოს ახალმა იაპონურმა ავტომატურმა კოლოფმა, რომელმაც მიიღო მუშაობის ახალი ალგორითმი.

 ავტომატური კოლოფით აღჭურვილმა Kalina-მ შეიძლება იაროს, როგორც ზომიერად ეკონომიურ რეჟიმში, ასევე სწრაფადაც.

ძრავების გამა  87, 98, და 106 ც.ძ. აძლევს  საშუალებას მყიდველს შეარჩიოს ავტომობილი თავისი ტარების სტილისშესაბამისად.

ახალმა სავალმა ნაწილმა მოძრაობისას გაზარდა მართვადობა, მდგრადობა და კომფორტი. საჭის მექანიზმის სიმტკიცე გაზრდილია 25 % -ით, რაც გულისხმობს კარგ ინფორმატიულობას.

მიუხედავად მის ხასიათში გაჩენილი სპორტული თვისებებისა, Kalina-მ ისევ შეინარჩუნა კარგი გამავლობა, ქროსოვერისათვის დამახასიათებელი ქლირენსი და ყველაფრის შთამთქმელი სავალი ნაწილი.