მიმოხილვა Kalina სპორტი
დიზაინი

დროის გამოწვევის პასუხად, ნებისმიერი საავტომობილო ბრენდი ცდილობს განავითაროს თავისი სამოდელო რიგი. სწორედ LADA Kalina Sport-ის გამოჩენა არის აქეთკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯი. სპორტილი ავტომობილი, რომელიც იწყობა კონვეიერზე არის ზუსტად ის წერტილი, რომლითაც დასრულებულად ჩაითვლება სამოდელო რიგი.

Kalina Sport-ის მფლობელებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ ავტომობილს ყურადღებას მიაქცევენ. დაბალი ქლირენსი, ძარის ლამაზი ხაზები ხაზს უსვამს ავტომობილის ტემპერამენტულ ხასიათს, აგრეთვე მისი მფლობელის სტილსაც.

LADA Kalina Sport-ი მფლობელის ინდივიდუალობის გამოხატულება.

 

დინამიურობა

Kalina Sport-ი ეს არის მანქანა, რომელიც ზუსტად ასახავს თანამედროვე ადამიანების სურვილებს. ის მოეწონებათ ახალგაზრდა მიზანდასახულ ადამიანებს, მათთვის, ვინც სერიოზულად ფიქრობს , რომ იყოს წარმატებული ცხოვრებაში.

დინამიურობა, შაბლონების უარყოფა და სისწრაფისკენ ლტოლვა, სწორედ ეს არის KalinaSport-ის სამყარო.

 

კონცტრუქტივიზმი

Kalina Sport - პირველი შეხედვიდან იპყრობს თქვენს ყურადღებას, მის აგრესიულ, სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამენ, როგორც წინა და უკანა ბამპერები და გვერდები, ასევე აეროდინამიური სპოილერი. მისი გადიდებული დიამეტრის ბორბლები, გვაძლევს საშუალებას, უფრო ზუსტად შევიგრძნოთ სიზუსტე საჭის მართვისას.

ყოველ ჩვენთაგანს გვაქვს სწრაფვა და წყურვილი სისწრაფისადმი. Kalina Sport გაძლევთ საშუალებას თავი იგრძნოთ ნამდვილ მრბოლელად, აღჭურვილია  120 ც.ძ. ძრავით, რომელიც აჩქარებს მას 100კმ/სთ-მდე 9,5 წ-ში. რაც შეესაბამება იგივე კლასის წამყვან ევროპულ ავტომობილებს.