მიმოხილვა Largus 5 უნივერსალი

LADA LARGUS - ეს არის ძარის დინამიური დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ძალზედ მოცულობითი სალონი. Largus - თავის კლასში ერთადერთი ავტომობილია, რომელიც აძლევს კომფორტულად განთავსების საშუალებას ყველა ზრდასრულ ადამიანს.მისი კეცვადი უკანა სავარძლები ადვილად ტრანსფორმირდება ნებისმიერი მოთხოვნებისათვის - ტურისტული მოგზაურობიდან დაწყებული გაბარიტული ტვირთების გადატანით.

 

აბსოლიტური პრაქტიკულობა

ზოგი ავტომობილი შექმნილია სიჩქარის რეკორდების დასამყარებლად. სხვები - რათა მიქციონ ყურადღება თავისი თვალშისაცემი დიზაინით.

ხოლო Largus-ი შექმნილია რეალური ცხოვრებისათვის, სადაც ვერ გაივლის სპორტკარი, იქ გაივლის Largus-ი.

 181 სმ ქლირენსი - უზრუნველყოფს საუკეთესო გამავლობას თავის კლასში.

 ძლიერი ძრავი თავდაჯერებულად აჩქარებს Largus-ს სრული დატვირთვისას.

 სალონის ტრანსფორმაცია - 5 - ადგილიანი უნივერსალიდან 2 - ადგილიან სატვირთომდე.

 მესამე რიგის სავარძლები შესაძლებელია მოიხსნას (იარაღების გამოყენების გარეშე).

 რელინგებზე მაქსიმალური დატვირთვაა 80 კგ.

 მოსახერხებელი უკანა კარებები ფიქსირდება რამოდენიმე მდგომარეობაში.

 ძრავი დაცულია მძლავრი 2 მმ ფოლადით.

 15 დუიმიანი ბორბლები.

კომფორტი

მთელი ოჯახისათვის

LADA Largus - ძალზედ კომფორტული და განსაცვიფრებლად ტევადი ავტომობილია.

მძღოლის ფართო სავარძელი რეგულირდება სიმაღლეზე. მესამე რიგის მგზავრთათვის შექმნილია ძალზედ მოსახერხებელი სავარძლები: აქ თავისუფლად გრძნობენ თავს საშუალოზე მაღალი სიმაღლის მამაკაცები. სავარძლების სამივე რიგი აღჭურვილია ჰაერგამყვანებით მგზავთა ფეხების გათბობისათვის.

ავტომობილის ძარა მოწყობილია კომფორტისათვის, გრძელი ბაზა უზრუნველყოფს რბილ სიარულს, ენერგოშთანთქმადი სავალი ნაწილი კარგად უმკლავდება ნებისმიერი ტიპის გზებს.

LADA Largus ნამდვილი ევროპული ავტომობილია. ყველა სისტემები მუშაობს ზედმეტი დატვირთვის გარეშე, კარგად შერჩეული მასალები უზრუნველყოფს მაღალ აკუსტიკურ კომფორტს, მაღალ სიჩქარეზეც კი არავითარი ზედმეტი ხმები არ ისმის სალონში.


 

საიმედოობა

LADA Largus-ის ყველა გარე პანელები შექმნილია ორმხრივი მოთითიებით. ბაზა რომელზეც შექმნილია Largus-ი მთელს მსოფლიოში კარგად არის ცნობილი და ის მთლიანად შექმნილია RENAULT-NISSAN ალიანსის ტექნოლოგიებით. მისი საგარანტიო პირობებია 3 წელი ან 100 000 კმ გარბენი.  

 

                                                                                                                                

მაღალი ხარისხის უსაფრთხოება

LADA Largus პასიური უსაფრთხოება სრულად შეესაბამება  ევროპის მოქმედ მოთხოვნებს.

მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები

უსაფრთხოების ღვედები დატვირთვის შეზღუდვით .

წინა ქვედა ჩარჩო ფაქტიურად არის ლონჟერონის დამატება, რომელიც შთანთქავს და გადაანაწილებს წინიდან დარტყმის  ენერგიას.  

ინდიკატორი - შეუკრავი უსაფრთხოების ღვედის

მტკიცე მძლავრი ძარის კარკასი

ფიჭური ფორმის ძალოვანი ჩანართები წინა კარებებში

საფირმო აქსესუარები

საბარგულზე სპეციალური მოწყობილობა ველოსიპედის დასამაგრებლად

სალონის საფირმო ხალიჩები

საბარგულში ჩასაფენი ხალიჩა

სახურავზე რეილინგები