კომპანია დაარსდა 2011 წელს საავტომობილო სფეროში  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორთა მიერ,  რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოს ბაზრისათვის სხვადასხვა  საავტომობილო  ბრენდების ავტომობილების,   საგზაო- სამშენებლო და  სხვა სპეცტექნიკის  (თვითმცლელი, გამწევი, ბეტონშემრევი-"მიქსერი", ექსკავატორი, ბულდოზერი, გრეიდერი, დამტვირთველი - რუსული და ჩინური წარმოების) მიწოდება.

კომპანიაქ.თბილისში ფლობს 3700 კვ/მმიწის ფართობს, მასზე აშენებულ კეთილმოწყობილ ავტოსალონს და ავტოტექნიკური მომსახურეობის ცენტრს.

 

კომპანია საქართველოში წარმოადგენს რამოდენიმე მსოფლიო საავტომობილო ბრენდს:

LADA - რუსეთი , ტოლიატის ქარხნის პროდუქცია, მსუბუქი ავტომობილები

CHANGAN  - ჩინური წარმოების მსუბუქი ავტომობილები  

SHACMAN - სპეციალური მრავალპროფილიანი მოხმარების ტექნიკა, ჩინური - გერმანული წარმოების

WORLDMACHINERY - სპეციალური მოხმარების ტექნიკა, ( ტრაქტორები, ექსკავატორები, დამტვირთველები, ჩარხები,,,,,,,) ჩინური წარმოების

 

ავტოვაზი (ВАЗ იშიფრება როგორც: Во́лжский автомоби́льный заво́д) — რუსული ქარხანა, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც  LADA  შეიქმნა სამოციანი წლების ბოლოსთვის, კომპანია ფიატთან თანამშრომლობით. დღესდღეობით ავტოვაზი არის ყველაზე დიდი ავტომშენებელი კომპანია მთელს რუსეთში  კომპანია წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონამდე მანქანას აწარმოებს. თუმცა ფიატის ბაზაზე შექმნილი ავტომობილები ვაზ-2101  , ვაზ-2103   და მომდევნო მოდელები არიან მანქანები რომლებიც ასოცირდებიან ავტოვაზის (ლადას) ბრენდთან.

კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდია 140 კილომეტრიანი წარმოების ხაზით, ამავდროულად ის უნიკალურიცაა რადგან ავტომობილების თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტები ქარხანაშივე მზადდება.